EU Alumni 2018 - ევროპის უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის პრორექტორებმა - გოჩა თუთბერიძემ და ვახტანგ ქავთარაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა - მაია ხურცილავამ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა - იოსებ კელენჯერიძემ, დასაქმებისა და კარიერული განვითარების მენეჯერმა - ნათია ბაქრაძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - კახაბერ გოშაძემ სტუდენტებს მაგისტრატურის საფეხურზე დუალური დიპლომების განხორციელების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ უამბეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო კურსდამთავრებულების ტრენინგებში, დარგობრივ სემინარებსა და კონფერენეციებში ჩართვასაც, ასევე მათ დასაქმებას ევროპის უნივერსიტეტის პრაქტიკის ცენტრებში. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა - მაია ხურცილევამ უნივერსიტეტის კითხვარების შევსებაში კურსდამთავრებულების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უნივერსიტეტის პრორექტორმა - გოჩა თუთბერიძემ კი უნივერსიტეტისთვის კურსდამთავრებულთა როლს გაუსვა ხაზი, ასევე, განმარტა დუალური დიპლომების მნიშვნელობა და სამომავლო შესაძლებლობები.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ევროპის უნივერსიტეტის ბენდმა Fiction.