ევროპის უნივერსიტეტში კანადის უმაღლესი  განათლების კორპორაციის პრეზიდენტმა საჯარო ლექციები გამართა 

2019 წლის 25-26 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტში, კანადელმა პროფესორმა - აკბარ მანოუსიმ საჯარო ლექციები გამართა და თავისი გამოცდილება სტუდენტებს გაუზიარა. შეხვედრის ფარგლებში შემდეგ საკითხებზე ისაუბრეს:

  • უმაღლესი განათლების (კოლეჯებისა და უნივერსიტეტების) შედარებითი ანალიზი ტრადიციულ განვითარებად ქვეყნებში დასავლეთის განვითარებულ საზოგადოებასთან შედარებით, მსგავსება და განსხვავება.
  • რა შეიძლება შესთავაზოს კანადამ საქართველოს? (ბიზნესი და საინვესტიციო შესაძლებლობები და პოტენციალები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ნავთობისა და გაზის, მაღალტექნოლოგიური ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და მედიცინის,  უმაღლესი განათლებისა და გამოყენებითი მენეჯმენტის საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში).

აკბარ მანოუსი - კანადის უმაღლესი  განათლების კორპორაციის პრეზიდენტი, საგანმანათლებო კონსულტატი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში, უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების პროგრამებს ბიზნესში, მენეჯმენტში და აღმასრულებელ მენეჯმენტში.

გააზიარე გვერდი: