ევროპის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის საახალწლო კარნავალი გაიმართა

2019 წლის 12 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის კარნავალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

ღონისძიების პროგრამის იდეა თავად სტუდენტებს ეკუთვნოდათ, სპეციალურად ამ დღისთვის კი სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი მომზადდა. 

გააზიარე გვერდი: