2019 წლის 23 თებერვალს, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება

ფონდის მისია
ფონდის მისიაა აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ფონდის საქმიანობა
- საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის რამაზ ლომინაძის სახელობის სტიპენდიის დაწესება;
- აკადემიური ფორუმების ორგანიზება;
- სამეცნიერო ლიტერატურის გამოქვეყნება;
- პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;
- კვლევითი პროექტების განხორციელება.
ფონდის პარტნიორები
- ევროპის უნივერსიტეტი
- საქართველოს საპატრიარქო წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ.ქართული უნივერსიტეტი
- ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია