ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით გამართულ ფორუმს დაესწრნენ
"ჰასბარა და სამომავლო კავშირები" - ასე ეწოდება ფორუმს, რომელიც 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების სპეციალური სტუმრები ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგნელები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იყვნენ. ფორუმის ფარგლებში, განიხილეს საქართველოს 25-წლიანი თანამშრომლობა ისრაელთან და 28-წლიანი კავშირები მსოფლიო ებრაელობასთან, ეკონომიკური კავშირები - ისრაელური ინვესტიციების მხარდაჭერა, ჰასბარა, სამომავლო კავშირები და ახალგაზრდების როლი, თანამშრომლობის ახალი პოტენციური სფეროები.
ღონისძიებაზე, გაიხსნა საქართველოში პირველი ებრაული/ისრაელური ბიბლიოთეკა. დასკვნით ნაწილში კი, ხანუქას მეოთხე სანთლის ანთების ცერემონიალის შემდეგ, გაიმართა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი კულტურული პროგრამა.