"ევროპის უნივერსიტეტის" მიერ გამოვლენილი საუკეთესო აბიტურიენტები ჩვენთან უფასოდ ისწავლიან

ევროპის უნივერსიტეტის პროექტის - "აღმოაჩინე საუკეთესო აბიტურიენტი" ფარგლებში, თელავისა და ზესტაფონის 8 სკოლასთან მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ თავად ამ სკოლების მიერ გამოავლინილ საუკეთესო აბიტურიენტებს, რომლებიც ჩვენი სტუდენტები გახდებიან, სწავლის საფასურს ევროპის უნივერსიტეტი მთლიანად დაფუარავს. გარდა ამისა, მათ მიერ სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, ისინი თავად გადაწყვეტენ, მიიღონ ეს თანხა სტიპენდიის სახით, თუ ევროპის უნივერსიტეტის დახმარებით, ენის კურსებზე ევროპაში გაემგზავრონ.

პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ნინო ლოქაფიშვილი, რომელმაც თელავის მეოთხე სკოლა წელს დაამთავრა, ამბობს, რომ ევროპის უნივერსიტეტმა მისცა შანსი, გახდეს წარმატებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მოიპოვოს ბაკალავრის ხარისხი სამართალში:

"ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტს ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ადგილი უკავია, ამიტომ ამ არჩევანის გაკეთება ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კარგად მახსოვს, ის ამაღელვებელი მომენტი, როცა მიწევდა უნივერსიტეტის შერჩევა, ვიცოდი ეს ჩემს მომავალს წყვეტდა. თუმცა, ამ დროს გამოჩნდა ევროპის უნივერსიტეტი, რომელმაც გამიადვილა ეს არჩევანი და სკოლის მიერ დასახელებული წარჩინებული მოსწავლის სტატუსით დააფინანსა ჩემი ოთხი სასწავლო წელი. სწორედ ასე, მომეცა შანსი, გავხდე წარმატებული უნივერსიტეტის წარმატებული სამართალმცოდნე. დიდი მადლობა ევროპის უნივერსიტეტს ამ პროექტისთვის, რომელიც ზრუნავს ჩემსა და არა მარტო ჩემს კარიერულ წინსვლაზე".

"პატარა ოცნება, რომელიც ამიხდა", - ასე უწოდა თავის წარმატებას ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლის უკვე ყოფილმა მოსწავლემ, ამავე პროექტის გამარჯვებულმა - ანუკა ბრეგვაძემ. მისი თქმით, ძალიან უნდოდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაებარებინა და თბილისში გადმოსულიყო სასწავლებლად, თუმცა: 

"ჯერ მხოლოდ ფიქრის ეტაპზე ვიყავი, რადგან ეს უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ პერიოდში კლასის დამრიგებელმა გვითხრა, რომ ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებდა პროექტს, რომლის მეშვეობითაც წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებსაც თავად სკოლა გამოავლენდა, უფასოდ სწავლას სთავაზობდა. თან ნებისმიერი ფაკულტეტის არჩევა შეგეძლო. მართლა ძალიან გამიხარდა, როდესაც მე ამარჩიეს და ვიფიქრე, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. სამართლის ფაკულტეტი ავირჩიე და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ".

ევროპის უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტები აუცილებელია სკოლის მოსწავლეებისთვის სტიმულის მისაცემად, იმისთვის, რომ იცოდნენ, მათი შრომა აუცილებლად დაფასდება. ჩვენი უნივერსიტეტი აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის აბიტურიეტები შეძლებენ.

ევროპის უნივერსიტეტი - მიიღე ევროპული განათლება საქართველოში! 

გააზიარე გვერდი: