"ევროპის უნივერსიტეტის" საექსკურსიო ტურები პირველკურსელებისთვის 14 და 15 ოქტომბერს მოეწყობა!

ევროპის უნივერსიტეტის საექსკურსიო ტურები პირველკურსელებისთვის 14 და 15 ოქტომბერს მოეწყობა! მეორე, მესამე და მეოთხეკურსელთათვის ექსკურსიები ეტაპობრივად დაიგეგმება.

მედიცინისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის (ფინანსები და საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმის ადმინისტრირება, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ვებ-დეველოპმენტი) სტუდენტები ექსკურსიაზე 14 ოქტომბერს შემდეგი მიმართულებით გაემგზავრებიან: ცურტავი, ბოლნისი, წუღლუღაშენი და დმანისი.

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (სამართალი, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთოებები, ფსიქოლოგია) სტუდენტებს კი საექსკურსიო ტურს 15 ოქტომბერს შემდეგი მიმართულებით გვთავაზობთ: ზოვრეთი, მამათა მონასტერი, ყინწვისი და დედათა მონასტერი.

საექსკურსიო ტურები სრულად ფინანსდება ევროპის უნივერსიტეტის მიერ და მათ უნივერსიტეტის რექტორიც დაესწრება.

სიაში მოსახვედრად, მიმართეთ უნივერსიტეტის თვითმმართველობას 209-ე ოთახში. ექსკურსიაზე წასასვლელად ვიკრიბებით უნივერსიტეტის ეზოში, დილის 8 საათზე! არ დააგვიანოთ!

საკონტაქტო პირები: მეგი მეტივიშვილი - 595 161 645

                             შოთა გაფრინდაშვილი - 591 932 886

 

გააზიარე გვერდი: