"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები ინგლისური ენის ინტენსიურ კურსს ბერლინში გადიან
"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები ინგლისური ენის ინტენსიურ კურსზე ბერლინში უკვე მეოთხე დღეა რაც იმყოფებიან. პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ზუკა დანელია გვიყვება, რომ ინგლისური ენის ლექტორი სასიამოვნო ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია, თავად კურსები კი ინფორმაციულია და თითოეულ სტუდენტს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება:
"რაც შეეხება თავისუფალ დროს, ჩვენი მასპინძელი - რეინარდ კოპენრატი მხატვარია, ორი დღის წინ ხელოვნების მასტერ კლასის ჩატარება შემოგვთავაზა. ცხადია, დავთანხმდით, დავხატეთ სხვადასხვა სახის ნახატები და შემდეგ ისინი თვალდახუჭულებმა ამოვიცანით. ერთი მხრივ, საკმოად კარგად გავერთეთ, მეორე მხრივ კი ამან გარკვეული გავლენა იქონია ჩვენი ხატვის უნარებზე. მომდევნო დღეს ბერლინის ენის აკადემიამ ადგილობრივ ფესტივალზე წაგვიყვანა, სადაც უამრავი ატრაქციონი იყო და კონცერტიც გაიმართა. ამგვარმა აქტივობამ საშუალება მოგვცა ჩვენ ახალ მეგობრებს უფრო დავახლოვებოდით და უამრავი ფოტოც გადავიღეთ. გარდა ამისა, ყოველი დღე დატვირთული გვაქვს, დავდივართ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, უკვე ვეწვიეთ არაერთ მუზეუმს. საღამოობით კი ბერლინის ულამაზეს ქუჩებში სეირნობით ვტკბებით".
"ვროპის უნივერსიტეტს" მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის პროექტები აცულებელია ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გასავითარებლად. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ამ პროექტის გაგრძელებას იმისთვის, რომ ჩვენს სტუდენტებს უცხო ენის ცოდნის გაღრმავების საშუალება მივცეთ.