"ევროპის უნივერსიტეტის" Welcome Party "ანდერვილ კლუბში" გაიმართა
2017 წლის 28 სექტემბერს ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ანდერვილ კლუბში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების მისაღები ღონისძიება (Welcome Party) გაიმართა. ღონისძიებაზე ასობით სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდ. საღამოს მუსიკალურად ბენდი - The five და DJ Giga აფორმებდნენ. ღონისძიების წამყვანი ნიკა ქავთარაძე იყო. ღონისძიება ფოიერვერკებით დასრულდა, მოგვიანებით კი სტუდენტებმა საზეიმოდ გაჭრეს ტორტი.