ევროპის უნივერსიტეტმა „ყველაზე ინტერაქციული სტენდის“ ნომინაციაში გაიმარჯვა
2018 წლის 23-24 თებერვალს, განათლების მერვე საერთაშორისო გამოფენაზე ევროპის უნივერსიტეტმა ნომინაციაში “ყველაზე ინტერაქციული სტენდი” გაიმარჯვა.
სტენდზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტი:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი.
- მედიცინის ფაკულტეტი
- სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
წელს ევროპის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ აქცენტი ძირითადად მედიცინის ფაკულტეტზე გაეკეთებინა,ამიტომ სტენდთან მისულ აბიტურიენტებსსამედიცინო სიმულაციების გაკეთებაში უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და თავად ექიმი ჰაუსიც ეხმარებოდნენ.