ევროპის უნივერსიტეტში სემინარი - რეგიონული განვითარების პროცესები და გამოწვევები ცოდნის ეკონომიკის პირობებში გაიმართა
2017 წლის 8 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა თეორიული სემინარი თემაზე - რეგიონული განვითარების პროცესები და გამოწვევები ცოდნის ეკონომიკის პირობებში: ლატვიის გამოცდილება! ღონისძიება ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.
სემინარზე მოხსენებებით ლატვიის დაუგავპილსის უნივერსიტეტის პროფესორები - ინიტა ოსტროვსკა და დიმიტრი ოლეხნოვიჩი გამოვიდნენ. ამასთან, აღნიშნული უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოხსენების პრობლემატიკასთან დაკავშირებული თემები და სამომავლო თანამშრომლობაც განიხილეს.