ჯეოლოჯიქის ოლიმპიადის ღია კარის დღეს ევროპის უნივერსიტეტი 29 ოქტომბერს უმასპინძლებს

2017 წლის 29 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტში ჯეოლოჯიქის ოლიმპიადა ღია კარის დღეს გამართავს, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ ოლიმპიადის უფასო ონლაინ მეცადინეობებისა და თავად ოლიმპიადის შესახებ სრულ ინფორმაციას გაეცნონ. ჯეოლოჯიქი საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანილი ოლიმპიადაა ზოგად უნარ-ჩვევებში, მათემატიკასა და ინგლისურში. ოლიმპიადა პირველად წელს ჩატარდება, მისი გენერალური სპონსორი კი ევროპის უნივერსიტეტია.

ღია კარის დღის განრიგი:

  • 12:00 - მისალმება.
  • 12:10 - პრეზენტაცია ჯეოლოჯიქის ოლიმპიადის შესახებ.
  • 12:45 - ტესტის ნიმუშების გადაცემა და ამოცანების გარჩევა.
  • 13:30 - კითხვა-პასუხი.

ოლიმპიადის ძირითადი მიზანია განათლების ისეთი ცენტრის შექმნა, რომელიც შეძლებს სკოლებში მეთოდური კვლევისა და ექსპერტების აზრის შეჯერების შედეგად, ახალი სასწავლო ინსტრუმენტების დანერგვა. ამასთან, მოსწავლეთა შორის ტალანტების აღმოჩენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის მომსახურების დონის სრულყოფა მაღალ ინტელექტუალური შინაარსის მქონე ტესტებით, მამოტივირებელი პრიზებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით.

ჯეოლოჯიქის ოლიმპიადის ღია კარის დღეები, 29 ოქტომბრის გარდა, 5 და 12 ნოემბერსაც გაიმართება. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599 00 30 60 ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: info@geo-logic.ge

მისამართი: გურამიშვილის გამზირი, 76. (მეტრო გურამიშვილის მიმდებარე ტერიტორია)

 

გააზიარე გვერდი: