Onco2017-ის მონაწილეთათვის თემის რეგისტრაციის ბოლო ვადა პირველი ოქტომბერია
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის იმ სტუდენტთათვის, როლებიც ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - Onco2017 აპირებენ მონაწილეობის მიღებას, თემის დარეგისტრირებისა და ხელმძღვანელის შერჩევის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია. პროექტში ჩართვა შეუძლიათ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.
საერთაშორისო პროექტი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მისი მთავარი თემაა სიახლეები ონკოლოგიაში. პროექტი ონკოლოგიის ირგვლივ აერთიანებს მედიცინის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.
Onco2017-ის ფარგლებში, პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებში, 6-დან 12 ნოემბრამდე შესარჩევი კონფერენციები ჩატარდება. ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ასეთი ტიპის კონფერენცია 7 ნოემბერს, 11 საათზე, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დაიწყება. უნივერსიტეტის ჟიურიმ, რომლის თავჯდომარეც ამავდროულად საბოლოო კონფერენციის ჟიურის წევრიც იქნება, გამოავლენს 3 საუკეთესო ნაშრომს. სწორედ ამ ნაშრომის ავტორები გახდებიან პროექტის საბოლოო კონფერენციის მონაწილეები.
აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 8-12 იანვარს, პროექტის მონაწილეთათვის ლექცია-კურსები გაიმართება. 2018 წლის 13-14 იანვარს კი დასკვნითი კონფერენცია გაიმართება. პროექტის წარჩინებულსა და გამორჩეულ დელეგატებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცემათ.
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებსაც თემის მომზადებისას, პრაქტიკული კვლევის ჩატარება სურთ, უნდა მიმართონ მაკა ადვაძეს (maka.advadze@gmail.com). პროექტის მონაწილე ყველა სტუდენტისთვის საორიენტაციო შეხვედრა 3 ოქტომბერს, 12 საათზე, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს