ევროპის უნივერსიტეტი დაესწრო ღონისძიებას სახელწოდებით - EBSCO DAY IN GEORGIA 2018
2018 წლის 24 აპრილს, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ISM (Inovation SIstem Management) ორგანიზებით EBSCO-ს წარმომადგენელსა და საქართველოში მის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო „საერთაშორისო ბაზების გამოყენების აქტუალობა თანამედროვე საუნივერსიტეტო წრეებში“.
შეხვედრაზე ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთკის ხელმძღვანელმა ისაუბრა უნივერსიტეტში EBSCO-ს ბაზის გამოყენებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე და მეთოდებზე, რისთვისაც ევროპის უნივერსიტეტი დასახელდა შედეგზე ორიენტირებულ მაგალითად. ევროპის უნივერსიტეტსა და EBSCO-ს შორის ხელშეკრულება 2018 წლის 2 აპრილს გაფორმდა. შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტების წარმოამდგენლებს გადაეცათ სერთიფიკატები.