ფლორიდის შტატის მოსამართლე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
2018 წლის 24 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას თემაზე "სისხლის სამართლის სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები". ღონისძიებას ფლორიდის შტატის მოსამართლე მარკ სპეისერი უხელმძღვანელებს. კონფერენციაზე დასწრება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტეს შეეძლებათ.
- კონფერენციის დაწყების დრო 12:00;
- კონფერენციაზე სამუშაო ენა - ინგლისური;
- მისამართი: ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი (506), გურამიშვილის გამზირი 76, თბილისი.
მარკ სპეისერს უმაღლესი განათლება ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, რის შემდეგაც, 1972 წელს - ჩრდილოეთ კაროლინის, 1976 წელს კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა. მარკ სპეისერი აშშ-ს პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, წარმომადგენელთა პალატასა და საოლქო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. სპეისერს ლექციები მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტში აქვს ჩატარებული, მათ შორის: ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტში, ტალინის სამართლის სკოლის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, უკრაინის დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტში, მინსკის უნივერსიტეტში, ბელორუსის უნივერსიტეტში, აშშ-ს სხვადასხვა შტატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვ. ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, მარკ სპეისერი საქართველოს უკვე მესამედ ეწვია.
- დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ელ-მისამართზე: ikelenjeridze@esu.edu.ge