ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის სპონსორობითა, ოლიმპიადა ილია ვეკუას თასზე გაიმართება

2017 წლის 28-30 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლე პროგრამისტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ღონისძიება ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით იმართება. ოლიმპიადა საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის სხვადასხვა ქალაქში პარალელურ რეჟიმში  გაიმართება.

 ღონისძიების განრიგი:

  • 28 ოქტომბერი: 12:00 - ღონისძიების გახსნის ცერემონია. 13:00 - ოლიმპიადის პირველი ნაწილი, მონაწილეთა ინდივიდუალური მუშაობა.
  • 29 ოქტომბერი: 12:00 - ოლიმპიადის მეორე ნაწილი, გუნდური მუშაობა.
  • 30 ოქტომბერი: 12:00 - ოლიმპიადაში მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, სერტიფიკატების გადაცემა.

საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში - ილია ვეკუას თასი 2007 წლიდან ტარდება. 2014 წლიდან კი ღონისძიების მხარდამჭერები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გახდნენ. ოლიმპიადაზე დაწესებულია რამდენიმე სპეციალური პრიზი, მათ შორის: ნიკო მუსხელიშვილის სახელობის, ივერი ფრანგიშვილის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობის და ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზები.

ღონისძიების საზეიმო დახურვის ცერემონიას დაესწრებიან: აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი - დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილე - მანანა ქვაჩახია, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი და ილია ვეკუას ოჯახის წევრები.

 

გააზიარე გვერდი: