ევროპის უნივერსიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საუკეთესო აბიტურიენტებს უნივერსიტეტში სწავლას დაუფინანსებს

2018 წლის 3 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ევროპის უნივერსიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლის მიერ გამოვლენილ საუკეთესო აბიტურიენტს სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში დაუფინანსებს.

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას მოამზადოს კვალიფიციური კადრები, წაახალისოს ნიჭიერი აბიტურიენტები, ხელი შეუწყოს მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას. ამასთან, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადების მიზნით, მუდმივად იზრუნოს  განათლების ხარისხის ამაღლებაზე.

გააზიარე გვერდი: