ევროპის უნივერსიტეტმა Wings for Life World Run-ში მიიღო მონაწილეობა

2018 წლის 6 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა Wings for Life World Run-ში - მსოფლიოში  ყველაზე მასშტაბურ  საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში უკვე მეხუთედ გაიმართა და მასში საქართველოს მასშტაბით  სულ 7 000-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. World Run ერთადერთი მარათონია, რომელიც არ ზღუდავს სარბენ დისტანციას და არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი.  საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

გააზიარე გვერდი: