ვროცლავის უნივერსიტეტთან ერთად ორმაგი დიპლომის გაცემასთან დაკავშირებით, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
2018 წლის 27 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი გოჩა თუთბერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ლაშა ჩახვაძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი თორნიკე ხოშტარია სტუდენტებს შეხვდნენ და პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტთან ერთად ორმაგი დიპლომის გაცემის საკითხზე ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრაზე ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს დეტალურად აუხსნეს ევროპული დიპლომის მოპოვების შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხები.
ორმაგი დიპლომის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით, ევროპის უნივერსიტეტისა და პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 2018 წლის 17 სექტემბერს გაიმართა. შედეგად, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ქართულ დიპლომთან ერთად, მიიღონ მეორე, პარტნიორი პოლონური უნივერსიტეტის (რომელიც გერმანიის საზღვართან არსებულ, პოლონეთის ტექნოლოგიურ ჰაბად აღიარებულ ქალაქ ვროცლავშია განთავსებული) მიერ გაცემული მაღალი ხარისხის ევროპული დიპლომი და პრაქტიკა პოლონეთში, ადგილობრივ კომპანიებში გაიარონ.