პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
2017 წლის 5 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის - ნახევარფინალისა და პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე თითოეულ მონაწილეს - შესაბამისი სერტიფიკატი, გამარჯვებულებს კი პრიზები გადაეცათ.
ღონიძიება, რომელიც საქართველოში უკვე მე-18-დ იმართება, წელს ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის ეგიდით ჩატარდა, ორგანიზატორი კი ევროპის უნივერსიტეტი იყო. ღონისძიების სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - თეოდორე ზარქუაა.
მსოფლიო შეჯიბრებაზე საქართველოდან მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიმა მიიღეს. მათ შორის: ევროპის უნივერსიტეტი, თსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმიფო უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩემპიონატის ჟიურის თავმჯდომარე საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ჰამლეტ მელაძე, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე კი ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მაია ხურცილავა იყო.